"ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები. ამიტომაც ციხეში კი არაა, კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მისი ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ, საქმე წაიღეს სტრასბურგში, სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის"
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე.