ფოთში აღმოჩენილი ჰეროინი - "მთავარის" ინფორმაციით, სატვირთო ბორნით ბულგარეთში მიდიოდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სატვირთო, რომელიც ფოთში დააკავეს, ბორნით ბულგარეთში მიდიოდა. 

სპეცოპერაცია ფოთში გუშინ, 23 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა იქ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოაჩინეს. საუბარია დაახლოებით 100 კილოგრამამდე. 

სატვირთო, სავარაუდოდ, ირანის მოქალაქეს ეკუთვნის. პოლიციამ ის უკვე დააკავა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული მარტო არ მოქმედებდა და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს,  რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი