"მშვიდი ღამე არ ყოფილა" - გუბერნატორის თქმით, ღამის განმავლობაში ბელგოროდში 9 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩისლავ გლადკოვის თქმით, ღამის განმავლობაში დრონების თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

როგორც მან აღნიშნა, სამშაბათს, 24 მაისს ბელგოროდში "მშვიდი ღამე" არ ყოფილა. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დრონების უმეტესობა მოიგერია.

გლადკოვის ინფორმაციითვე, 500 ადამიანი ახლა დროებით თავშესაფარშია. ზოგიერთ რაიონში კი ელექტროენერგია სრულად აღდგენილი არაა.

ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაისს გავრცელდა. როგორც ეს ჯგუფები, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებენ, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხონ. 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებით, უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი