ვინოკუროვს შემოშვებაზე პრობლემა რომ შეჰქმნოდა, ოპოზიცია იტყოდა ანტიპუტინისტს ხელი შეუშალესო - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის ძმა, მიკა ვინო იგივე მოშე ვინოკუროვი რომ არ შემოეშვათ, ოპოზიცია აღნიშნულს თავად გააპროტესტებდა. მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში ხელისუფლებას პუტინისტობას დააბრალებდნენ.

"ისინი ცდილობდნენ წაუგებელი ომის თამაშს, ინფორმაციული ომი გამართეს, თუ მაგალითად ვინოკუროვს რაიმე პრობლემა შეექმნებოდა შემოშვებაზე ან ასეთ საკითხებზე, თვითონვე გაავრცელებდნენ ვიდეოებს, ბლოგებს, ვოლგებს და ასე შემდეგ, სადაც ის პუტინის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და თავადვე იტყოდნენ, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს ხელი შეუშალეს და ესენი არიან პუტინისტები. პირიქით როდესაც მოხდა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნა, შემდეგ გახდნენ ეს ადამიანები ლავროვის ნათესავები. ასეთ მდაბიო მანიპულაციებზე და ფეიკებზე მიდიან ვითომ წაუგებელ ომს ცდილობენ საინფორმაციოს", - თქვა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" 19 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში, ყვარლის ტბაზე ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდიდა. ყვარელში იმყოფებოდნენ სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი სანქცირებულია.

აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა საზოგადოებასა და ოპოზიციაში. აქციაზე დააკავეს 20-მდე აქტივისტი. 20 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ შს მინისტრისგან მიიღო პირობა და ქორწილი არ ჩატარდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი