დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში ჩავიდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ის კიევში, თავის უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ნატოს პერსპექტივა უკრაინისთვის, ვილნიუსში მომავალი სამიტის კონტექსტში. მათ შორის უკრაინის ხედვა ევროპაში მშვიდობის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულის გამოყენებით" თქვა რეზნიკოვმა.

საუბრის თემა იყო უკრაინის შეიარაღების პრიორიტეტები გამარჯვების მისაღწევად.

"უკრაინამ მიიღო Storm Shadow-ს რაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შორ მანძილზე. ეს არის პირველი შორი დისტანციის რაკეტები, რომლებიც უკრაინას მისმა მოკავშირეებმა გადასცეს იმ მიზეზით, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი შორი დისტანციური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ" თქვა ბენ უოლესმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი