53% ფიქრობს, რომ პარლამენტს რუსული კანონი არ უნდა მიეღო - NDI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საზოგადოების უმრავლესობა, 53% ფიქრობს, რომ პარლამენტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ უნდა მიეღო.

კითხვაზე უნდა მიეღო თუ არა პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 53% - არ უნდა მიეღო;
  • 20% - უნდა მიეღო;
  • 26% - არ ვიცი;
  • 1% უარი პასუხზე.

კვლევის მიხედვით, კანონის მიღებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა თბილისის მოსახლეობა, ახალგაზრდები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები. 

ფოკუს ჯგუფის მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, რომ "ენჯეოებს" ამ კანონისა და გამჭვირვალობის შეეშინდათ და უსამართლოდ უწოდეს მას რუსული.

ფოკუს ჯგუფებში გამოკითხული გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ამბობენ, რომ "ენჯეოებს" ზომიერი რეაქცია ჰქონდათ, მათ გზა ახალგაზრდებს დაუთმეს; წვლილი შეიტანეს კანონის მიღებისთვის ხელის შეშლაში.

ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერების აზრით, "ენჯეოები" აქტიურები და ადეკვატურები იყვნენ, თუმცა კანონის დეტალები და მოსალოდნელი შედეგები უკეთ უნდა აეხსნათ ხალხისთვის.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნეიტრალური ან დადებითი განწყობა აქვს. კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით რომ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • 32% - ვეთანხმები;
  • 25% - არც ვეთანხმები, არც არ ვეთანხმები;
  • 26% - არ ვეთანხმები;
  • 17% - არ ვიცი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტს. კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

სულ ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

გარდა ამისა, 20-28 მარტს ჩატარდა კვლევა ფოკუს ჯგუფებში. ჩატარდა15 ფოკუს ჯგუფი თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში, აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში, დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, დასავლეთ საქართველოს სოფლებში. თითოეული ტიპის დასახლებაში ჩატარდა 3 ჯგუფი: "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებთან; "გადაუწყვეტელ" ამომრჩეველთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი