
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა.
ლუკაშენკო მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური ფორუმს დაესწრება, გარდა ამისა, ის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს.
ლუკაშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განიხილავენ.
მანამდე, კრემლმაც დაადასტურა, რომ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სამიტის ფარგლებში პუტინი ლუკაშენკოს შეხვდება.
ლუკაშენკო ბოლოს მოსკოვში 9 მაისს, აღლუმზე იმყოფებოდა.