
რუსების მტკიცებით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მათ უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ბინის "ნაციონალიზაცია" მოახდინეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ოკუპანტებმა კიდევ 57 ქონება მიითვისეს, რომლებიც უკრაინელ ოლიგარქებს ეკუთვნოდათ. მათ შორისაა სავაჭრო ზონა "სკაი პლაზა", რომლის ბენეფიციარი ყოფილი პრემიერმინისტრი არსენ იაცენიუკია.
როგორც ე.წ. ყირიმის სახელმწიფო საბჭოს სპიკერმა, ვოლოდიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, ზელენსკას ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხები ომში რუსეთის "საჭიროებებსა და დაღუპული ოკუპანტების ოჯახების დახმარებას მოხმარდება".