
"იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნას სამოკავშირეო ოფისი იაპონიაში" - ამის შესახებ იაპონიის პრემიემინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის ინფორმირებული, მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით NATO-ში.
იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდა გეგმავს შეუერთდეს NATO-ს სამიტს, რომელიც ივლისში, ლიეტუვაში გაიმართება.
ცნობისთვის, იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს.