სამხრეთ კორეაში მომხდარ სტიქიას ოცამდე ადამიანი ემსხვერპლა. 15 დაკარგულს კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
ძლიერი წვიმებისა და ღვარცოფის შედეგად რამდენიმე დასახლება, მათ შორის სეულის სასოფლო-სამეურნეო ნაწილი მთლიანად დაიტბორა. დაზიანებულია ავტომაგისტრალები და სარკინიგზო ხაზები. მთავრობამ დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადამინების სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა.