ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ოპოზიციას შეხვდა

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება, მანამდე კი შეხვედრა ოპოზიციის წევრებთან გაიმართა. ამის შემდეგ კი შემაჯამებელი პრეს კონფერენცია გაიმართება. 

ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე ენმ-ის, "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოსა" და "საქართველოსთვის" ლიდერები იმყოფებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, კოლომინას ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში, პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ, თუმცა მათივე თქმით, ნატოს წარმომადგენელი თავადაც კარგადაა ინფორმირებული საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.

ოპოზიციას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვილნიუსის ნატოს სამიტზე, საქართველო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდოს, რადგან "ოცნების" ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებს.

საუბარი შეეხებოდა კანდიდატის სტატუსსა და მის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას.

უფრო ადრე კი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი ხავიერ კოლომინამ პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და პარლამენტის სპიკერთან განიხილა. 

ცნობილია, რომ კოლომინა ბოლო ხანს დაუფარავად საუბრობდა იმაზე, რომ რეფორმების კურსი არადამაკმაყოფილებელია საქართველოს მხრიდან. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი