
"ყველა ასეთი ტერორისტული თავდასხმა მომავალშიც სასტიკად აღიკვეთება" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბელგოროდში საომარ მოქმედებებზე თქვა.
მისივე თქმით, მომხდარის მიზანი იყო, რომ კიევის რეჟიმს NATO-სთვის მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა უკრაინელი სამხედროების მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ.
"რა თქმა უნდა, ვერავინ დაჩრდილავს არტიომოვსკში გამარჯვებას. 22 მაისს დივერსანტების თავდასხმა ბელგოროდის რეგიონზე მიზნად ისახავდა კიევის რეჟიმის NATO-ს ხელმძღვანელებს უკრაინელი სამხედროების მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ მცდარი შთაბეჭდილების შექმნას და ა.შ. ყველა ასეთი ტერორისტული თავდასხმა მომავალშიც სასტიკად იქნება აღკვეთილი" - თქვა ზახაროვამ.