ღარიბაშვილის პრორუსულ გამოსვლას კრემლის რუპორი, სალავიოვი აზიარებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელ ანტიდასავლურ და პრორუსულ გზავნილებს საკუთარ ტელეგრამ არხზე კრემლის რუპორი, ვლადიმერ სალავიოვი აზიარებს. უფრო კონკრეტულად კი იმ ნაწილს, სადაც ღარიბაშვილი რუსეთთან ვაჭრობაზე საუბრობს. 

"საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან, ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხო? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტია ჩვენი წილი და ლოგიკა არ არსებობს. ეს დაანგრევდა, დააზიანებდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს " - განაცხადა ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი