
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთიდან მიწვევა მიიღო და უახლოეს მომავალში იქ ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ცნობილია, რომ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება. რუსული მედიის ცნობით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ პუტინის ვიზიტის ვადები მხარეების მიერ არის კოორდინირებული და ზუსტ თარიღს არ ასახელებს.
"რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის ვადები ამჟამად კოორდინირებულია მხარეების მიერ... მოწვევა არის, მისი ვადები და სხვა დეტალები მოგვიანებით შეთანხმდება" - თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ადრე თქვა, რომ მან მიიწვია პუტინი, ჩავიდეს ქვეყანაში წლის ბოლოს, მისთვის ხელსაყრელ დროს.