კორუფციულ სკანდალში გახვეული ესპანეთის ყოფილი მეფე ქვეყანას ტოვებს

გამოქვეყნდა:

ესპანეთის, კორუფციულ სკანდალში გახვეულმა, ყოფილმა მეფემ ხუან კარლოსმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

გამოცემა "ელ პაისის" ცნობით, ყოფილი მეფის მიერ ქვეყნის დატოვება, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ესპანეთის პროკურატურა ხუან კარლოსს 100 მილიონი დოლარის მითვისებასა და კორუფციულ გარიგებებში მინაწილეობას ედავება.

BBC-წერს, რომ მეფემ გადაწყვეტილება შვილს წერილობით გააცნო და აღნიშნა, რომ დაკითხვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება. წერილში, რომელიც ესპანეთის სამეფო კარმა გაასაჯაროვა, აღნიშნულია, რომ ხუან კარლოსი ქვეყანას ტოვებს, რათა მის შვილს ვალდებულებების შესრულებაში დაეხმაროს.

ხუან კარლოსი ესპანეთში 1975-2014 წლებში მეფობდა, რის შემდეგაც ტახტი თავისი შვილის სასარგებლოდ დათმო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი