
"თუ ლუკაშენკოს დასამხობად ბელარუსში აჯანყება დაიწყება, რუსეთი ჩაერევა" - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"ეს მეზობელი ქვეყანა [ბელარუსი] არის ჩვენი პარტნიორი, მოკავშირე და მოძმე სახელმწიფო. ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ბელარუსის უსაფრთხოება, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ასეთი აშკარა საფრთხის პირობებში", - თქვა პესკოვმა.
ამასტან, პესკოვმა პოლონეთს რუსეთისთვის "მტრული" სახელმწიფო უწოდა, რადგან მისი თქმით, ის "რუსოფობიურ ისტერიაშია ჩაფლული".
პესკოვის თქმითვე, პოლონეთი სავარაუდოდ "ღიარად საუბრობს თავის განზრახვაზე, ჩაერიოს უშუალოდ, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით, მეზობელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში".