არა მხოლოდ ევროკავშირი - საქართველო გიგანტური ტემპებით შორდება ნატოსაც. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს, მაგრამ თვად ალიანსის წარმომადგენლები სულ უფრო სკეპტიკურ განცხადებებს აკეთებენ ერთ დროს სტრატეგიული პარტნიორის სწრაფვაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ.
ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს თბილისში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კრიტიკული შეკითხვები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან სულ უფრო ბევრია, რაც პირდაპირ აისახება ნატოში ინტეგრაციის გაღრმავებაზე.