"ლელოს" წევრებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა მიიტანეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან, სადაც გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისის აღსანიშნავად EU-ს დროშა აღარ გადმოფინეს, 
"ლელო საქართველოსთვის“ წევრები მივიდნენ და ევროკავშირის დროშა მიიტანეს, - ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ქალაქში, სადაც კი 26 მაისს გავლენ საზეიმო ღონისძიებაზე, აუცილებლად თან იქონიონ ევროკავშირის დროშა... ასევე, საკუთარი აივნებიდან გადმოფინონ ევროკავშირის დროშა და აჩვენონ "ქართულ ოცნებას", რომ ჩვენ გაკეთებული გვაქვს უკვე არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული“ - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოზე ევროკავშირის დროშა აღარ გადმოფინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი