რუსული მედია ადასტურებს, რომ მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროში ხანძარია

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS ადასტურებს, რომ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარია. 

გამოცემა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლი ფრუზენსკაიას სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, ერთ-ერთ აივანზე გაჩნდა. 

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში არსებულ ხანძარზეც - ოდინცოვოში სამშენებლო ბაზარი იწვის. ხანძრის ფართობი 1200 კვ. მეტრია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი