
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ პოსტი მან საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პატრიარქს ციხეში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა, - წერს ვანო მერაბიშვილი.
გუშინ, 3 აგვისტოს პატრიარქს შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძეც. ვაშაძემ დაწერა, რომ ბედნიერია ილია მეორის ლოცვა კურთხევის მიღებით. გუშინვე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ იქნება პარლამენტის წევრი და მომავალ თაობაში რომელიმე თანამდებობას არ დაიკავებს. მერაბიშვილის აზრით, განახლებული "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია არჩევნებში გაიმარჯვოს.