ვხედავთ ომის დანაშაულებს, პუტინის დაკავების ორდერიც გაიცა, როგორც ჩანს ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს რუსეთისკენ სვლაში - კრამერი

გამოქვეყნდა:

"დემოკრატიულ სამყაროში, ყველა ქვეყანას არ შეუძლია, რომ სანქციებს შეუერთდეს. მოლდოვას მაგალითად, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მოლდოვამ ასევე ძალიან ძლიერი კავშირი დაამყარა დასავლეთთან მაშინ, როდესაც ჰქონდათ იმის შიში, რომ რუსეთი გარკვეულ პროვოკაციებს მოაწყობდა მოლდოვაში.

"ქართული ოცნება", ახლო კავშირებს ამყარებს [მოსკოვთან] იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ რუსეთის ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდს. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ თავად ბატონი პუტინის დაკავების ორდერიც კი გასცა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს [რუსეთის] მიმართულებით სვლაში".

ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი