პრიგოჟინის თქმით, ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო. 

"ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. [...] 1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ მათ, ვისაც მთავარი როლი ჰქონდა ბახმუტის აღებაში", - ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, პრიგოჟინმა ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ქალაქის ჩაბარება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი