
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის ინფორმაციით, ბახმუტის გარეუბანში "ვაგნერელები" რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ჩაანაცვლეს.
"ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობს შეაჩეროს ჩვენი წინსვლა ფლანგებზე საარტილერიო ცეცხლით, ახლა მტერი ფლანგებზე დამატებითი დანაყოფების გაძლიერებას ცდილობს. ბახმუტის გარეუბანში მტერმა "ვაგნერის" შენაერთები რეგულარული ჯარის ნაწილებით ჩაანაცვლა, თუმცა იმავე ქალაქ ბახმუტში, ამ წუთში რჩებიან ვაგნერელები" - წერს მალიარი
გარდა ამისა, მალიარის თქმით, უკრაინელები ქალაქის გარეუბანს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში "ლიტაკის" რაიონს აკონტროლებენ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთი კვლავ რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრად.