რუსეთი 5 შვედ დიპლომატს აძევებს და გეტებორგში გენერალური საკონსულოს ხურავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  შვედეთის ელჩი დაიბარა, რომელსაც განუცხადეს, რომ სტოკჰოლმიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, მოსკოვი 1-ელი სექტემბრიდან ქალაქ გეტებორგში რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს.

ამის გარდა, რუსეთი ქვეყნიდან აძევებს 5 შვედ დიპლომატს

ცნობისთვის, 25 აპრილს შვედეთში რუსეთის საგარეო უწყების ხუთი წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, რასაც რუსეთმა "მტრული ნაბიჯი" უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი