დედაქალაქის შემდეგ , ევროკავშირის დროშები რეგიონებშიც გაქრა. მაგალითად ოკუპანტების მიერ დაბომბილ გორში წინა წლისგან განსხვავებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არც ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდება.
დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე ხვდება ქუთაისიც, სადაც 26 მაისის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა არცერთ ლოკაციაზე ევროკავშირის დროშა წარმოდგენილი არ არის.
ეს ხდება ქალაქში, სადაც მარტო წელს ევროკავშირის მხარდაჭერით 3 მილიონ 500 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ფაქტს უარყოფითი შეფასებებში მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტებში, ისინი ამბობენ რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშები გადამალა.