უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 106 ჯარისკაცი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით,რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს კიდევ  106 უკრაინელი  სამხედრო.

"ჩვენი 106 მოქალაქე მიგვყავს სახლში. ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი..ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და შეასრულეს თავისი მისია, რამაც ხელი შეუშალა მტერს წინსვლაში აღმოსავლეთით. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია", - წერს ერმაკი

მისივე ცნობით გათავისუფლებულებიდან ბევრი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი