ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლს დედამთილმა 2022 წელს 30 000 დოლარი აჩუქა - ქონებრივი დეკლარაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციით ირკვევა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლს დედამთილმა 2022 წელს 30 ათასი დოლარი აჩუქა.

დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლმა, ნინო მხეიძემ დედამთილისგან იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა. კერძოდ მინისტრმა ბურჭულაძემ 2022 წელს ხელფასის სახით 68834,16 ლარი, მისმა ცოლმა კი - 1532 ლარი აიღო.

ამავე წელს, მინისტრმა ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მეტი ორ ბანკში, იპოთეკური სესხის დასაფარად შეიტანა.

ბურჭულაძის რვა შვილიდან დეკლარაციაში შეყვანილია ხუთის შესახებ მონაცემები. მათგან ერთ-ერთის სწავლის საფასური 5 000 ლარი, ბებიამ დააფინანსა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი