
რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი
ამბობს, რომ ბელგოროდში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა.
"ბელგოროდის რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა, ქალაქთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს" - თქვა გლადკოვმა.
მისივე თქმით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები იმყოფებიან და არკვევენ ინფორმაციას შედეგების შესახებ.