
უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა უკრაინიდან დაახლოებით 4 მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს.
ასოციაციის პრეზიდენტის, მიკოლა გორბაჩოვის თქმით, მოპარული მარცვლეულის მყიდველები სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნები არიან, თუმცა ისინიც კი სიფრთხილეს იჩენენ. კერძოდ, იყო შემთხვევა, როდესაც ლიბიამ უარი თქვა მოპარული მარცვლეულის ყიდვაზე.
"მოპარული მარცვლეულისთვის გემები კრიმინალების მსგავსად მოდიან ღამით, თიშავენ GPS-ს, იტვირთებიან და შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით მიდიან. თუმცა, საზღვაო მოძრაობის პროგრამა საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ საით მიემართებიან ეს გემები, ყველა ფაქტს უკრაინა აფიქსირებს“, აცხადებს უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ომის დროს რუსეთი იყენებს უკრაინის, როგორც მთავარი ექსპორტიორის დაბლოკვის მექანიზმს და ამ გზით გაიმყარა თავისი პოზიცია მაგალითად ეგვიპტეში, ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორის ბაზარზე.
"სადაც უკრაინა მილიარდებს იხდის შეფერხებისთვის, რუსეთის ფედერაციას არ აქვს შეფერხება. მათი შეთავაზება კლიენტისთვის შეიძლება უკეთესი ჩანდეს" - აცხადებს გორბაჩოვი.