სროლა ვაკეში | პოლიცია შეიარაღებულ თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს - ვერსიები და ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

კრიმინალური საქართველო. კიდევ ერთი დაპირისპირება და შეიარაღებული ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში. მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ კაფეში შეიარაღებული ახალგაზრდა შეიჭრა და დამიზნებით გახსნა ცეცხლი. 6 -მდე გასროლა და ერთი დაჭრილი. 

შეიარაღებულ თავდამსხმელზე, რომელიც კრიმინალური გარჩევის ადგილიდან მიიმალა, პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, კარგად ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებზე ის ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. პოლიციას ამ დროისთვის გადაკეტილი აქვს მოსაშვილის ქუჩა - მათ შორის ის მონაკვეთი, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ცხოვრობს. კრიმინალისტები რამდენიმე საათია ადგილზე მუშაობენ.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი