სროლა და დაჭრა ვაკეში - კაფეში მომხდარი თავდასხმის ვიდეოკადრები

გამოქვეყნდა:

ვაკეში, მოსაშვილზე მდებარე კაფეში სროლის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელიც სავარაუდოდ ობიექტზე დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს როგორ შედის კაფეში ახალგაზრდა და ერთ-ერთი მაგიდის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. ამის შემდეგ კი ტერიტორიას ტოვებს. კადრების მიხედვით, თავდამსხმელს ღია ფერის მაისური აცვია და კეპი ახურავს. მას არ უკეთია ნიღაბი.

თავდასხმა კაფე "სტრადაში" მოხდა. შსს- მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-108-ე და 236-ე მუხლებით  დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. უწყება მხოლოდ 1 პირის დაჭრის  ფაქტს ადასტურებს.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი