დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან  საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი ავრცელებს: 

"დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ოთხწლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, კასიანოვი საქართველოს ტოვებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი