შსს ვაკეში სროლისას ერთი პირის დაჭრას ადასტურებს - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

შსს-მ ვაკეში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-108-ე და 236-ე მუხლებით  დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. უწყება მხოლოდ 1 პირის დაჭრის  ფაქტს ადასტურებს.

შეგახსენებთ, მოსაშვილის ქუჩაზე, კაფე "სტრადაში" ცოტა ხნის წინ, ორმხრივი სროლა იყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაჭრასთან დაკავშირებითაც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი