დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშის გარეშე | "ოცნების" არგუმენტები და საზოგადოების პროტესტი

გამოქვეყნდა:

ახალი რუსული გზავნილი "ქართულ ოცნებისგან". საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ევროპული სიმბოლოს - დროშის გარეშე აღნიშნავს. წელს, როდესაც ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების ყველაზე მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებს ველოდებით, ევროკავშირის დროშები არ გამოფინეს არსად საქართველოში - არც რუსთაველის გამზირზე და არც რეგიონულ ცენტრებში.

ეს ჟესტი, პოლიტიკურ ენაზე პირდაპირ მიანიშნებს ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილებას - მაგრამ "ქართულ ოცნებაში" დასავლეთისგან დაშორებას უარყოფენ და თავის მართლებას პატრიოტული მოტივებით ცდილობენ. მმართველი პარტიის ლიდერები ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებს მოითხოვენ, ირაკლი კობახიძე რატომღაც უსამშობლოებს ეძახის. კახა კალაძემ კი - კიდევ უფრო აბსურდული და რეალურად რუსული გზავნილით სცადა ამ გადაწყვეტილების გამართლება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი