ბიძინა ივანიშვილი სანქციების კანდიდატი ოფიციალურ ხდება. უკრანიულ პორტალზე, რომლითაც ომში
მყოფი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხელმძღვანელობენ, უკვე ატვირთულია საქართველოს არაფორმალური მმართველის მონაცემები და ის სანქციების მომლოდინე პირთა ჩამონათვალშია.
ოლიგარქის მიმართ საერთაშორისო შეზღუდვების ამოქმედებას კიევში ოკუპანტ სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირებისა და პუტინის უახლოესი გრემოცვითვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო ითხოვენ. შესაძლოა, ეს იყო ბოლო ნაბიჯი, რის შემდეგაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბიძინა ივანისვილის გამოჩენას უკრაინულ პორტალზე "ომი და სანქციები", მის პოლიტიკურ კლანში სრული ისტერიკა მოჰყვა.