
"დღევანდელი დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში. რა თქმა უნდა,უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, ახალწვეულებს და მინდა მივულოცო ეს დღეს სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მინდა, ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ მინდა, ახალ თაობას შთავაგონოთ, ეს არის შევინარჩუნოთ იდენტობა და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. [ევროკავშირის დროშები რატომ გააქრეთ?] კარგით, ძალიან გთხოვთ რა, ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, ძალიან გთხოვთ, ჯარის დისკრედიტაცია, ეკლესიის დისკრედიტაცია და ახალა ამ დღის დისკრედიტაცია, არ შეიძლება".
თქვა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძემ.