
"დამოუკიდებლობის მოპოვებით, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ, თუმცა გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის ნიშნავს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს. თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს".
თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას.