ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება - ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე ისაუბრა.

როგორც ზურაბიშვილმა თქვა, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს "ფრენების საჩუქარი".

"გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება," - ამბობს ზურაბიშვილი. 

სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა, რომ "ქართულ ოცნებას" სერგეი ლავროვის ოჯახის ჩამოსვლაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი