სიტყვა მოღალატე არ თქმულა - ქადაგიშვილი არ ამბობს რა ფორმით გააპროტესტა ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლისას მოღალატე დაუძახა. 

მისივე თქმით, ეს სიტყვა არ გამოუყენებია, მაგრამ პრეზიდენტის სიტყვა ნამდვილად გააპროტესტა. 

"მოღალატე არა. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ზეიმის. საქართველოს ხვალინდელი დღის აღნიშვნაა ყოველთვის 26 მაისის აღნიშვნა, გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ ამ სულისკვეთებით შეკრებილები აქ. შეფასებაში, როგორი სიტყვა თქვა პრეზიდენტმა, მე არ შევალ. მხოლოდ მაშინ გავაკეთებ პრეზიდენტის სიტყვაზე კომენტარს, როცა მისი სიტყვა რამენაირად პოზიტიურად ღირებული იქნება საქართველოს მიმართ.

სიტყვა მოღალატე არ თქმულა, შეიძლება ვიღაცამ თქვა სიტყვა ეგეთი, მაგრამ მე არ მითქვია ეგეთი სიტყვა და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა. 

მე გავაპროტესტე იმიტომ რომ მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერებოდა დღევანდელ ფიცის დადებას, არ შეეფერება საქართველოს. თვითონ ის სიტყვა არ ვიცი," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი არ ამბობს თუ რა ფორმით გააპროტესტა ზურაბიშვილის გამოსვლა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი