"ჩემთვის გაუგებარია რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ერთი შემიძლია გითხრათ თქვენც და ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ, მოჰქონდეს თავისი კონკრეტული შედეგები. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას".
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.