სამშობლოს არასდროს დავუთმობთ რუსეთის იმპერიას - "ლელოს" ორგანიზებით EU-ს დროშებით მსვლელობა იმართება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში "ლელოს" ლიდერები და მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველისკენ მიდიან. მათ თან გაშლილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. პერფორმანსის მონაწილეები სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიძრნენ.

"დღევანდელი მსვლელობა ეძღვნება ერთ რამეს, ჩვენი მოქალაქეების, უმრავლესობის, 80%-ზე მეტის სურვილის გამოხატვას, რომ ამ სამშობლოს არასდროს არ დავუთმობთ რუსეთის იმპერიას, რომ ამ სამშობლოს და ჩვენ შვილებს არ გავწირავთ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ე.წ. მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში. ამ მთავრობას არ მივცემთ უფლებას, რომ ასეთი ნაბიჯებით ჩვენი წინაპრების ბრძოლა, შრომა, სისხლი, ერთი ხელის მოსმით გადაშალონ და ზურგი შეაქციონ იმ პერსპექტივას, რომელიც კარებზე გვაქვს მომდგარი. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა 100 წლის წინ და ამ შანსის გაშვება იქნება ღალატი ამ ქვეყნის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში ნამდვილი ეროვნული ხელისუფლება არ გვეყოლება და არ ასრულებდა ქართველი ხალხის ნება - სრულიად დეოკუპაცია საქართველოსი.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი