პოზიცია არის, რომ თავისუფლება არის მთავარი - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც მის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით იმართება. ზურაბიშვილმა ტრადიციულად დუმილი არჩია შეკითხვაზე - შეიწყალებს თუ არა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს.
შეგახსენებთ, ათონელის რეზიდენციასთან აქცია ხვალ, 18 საათზე გაიმართება.