დნიპროში, საავადმყოფოზე თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 25, მათ შორის ბავშვები

გამოქვეყნდა:

დნიპროში, სამედიცინო დაწესებულებაზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულია 25. ჰოსპიტალიზებულია 19 დაშავებული, რომელთა შორისაა ორი ბავშვი - 3 და 6 წლის. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დაკარგულად ითვლება სამი მოქალაქე. 

დღევანდელი თავდასხმის გამო, დნიპროში   27 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი