G7-ის სამიტის შემდეგ, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებს

გამოქვეყნდა:

იაპონია რუსი ინდივიდებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ამის შესახებ განცხადება იაპონიის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჰიროკაზუ მაცუნომ გაავრცელა.

იაპონიამ შესაბამისი გადაწყვეტილება  გასულ კვირას, ქალაქ ჰიროსიმაში გამართული G7-ის სამიტი შემდეგ მიიღო.

ახალი სანქციები 80 რუსული კომპანიისთვის ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. G7-ის წევრ ქვეყნებთან კოორდინაციის ფარგლებში, იაპონია 78 ჯგუფისა და 17 ინდივიდის აქტივებს გაყინავს, რომელთა შორისაა რუსეთის რამდენიმე სამხედრო ოფიცერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი