
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში მდებარე ძაფების საწყობი დაიწვა. ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
როგორც უწყება წერს, ხანძარი 800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
რუსული მედიის ცნობით, ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკშიც. ცეცხლი ავტომობილების ყიდვა- გაყიდვის ოფისს გაუჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი დაახლოებით 700 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.