სკანდალებით დატვირთული 26 მაისი - ზურაბიშვილის კრიტიკა, შეძახილები სამთავრობო ლოჟიდან და კობახიძე აუზზე

გამოქვეყნდა:

ეროვნული დღესასწაული პოლიტიკური ინტრიგით. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები ქართულ ოცნებასთან დაპირისპირების და ხელისუფლების ლუსტრირების კიდევ ერთი საფუძველი გახდა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები  კრემლთან თანამშრომლობის გამო დღეს მწვავედ გააკრიტიკა ქვეყნის მთავარსარდალმა. სალომე ზურაბიშვილმა ქართული ჯარისა და საზოგადოების წინაშე ამხილა მმართველი  გუნდი  საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაში და განაცხადა, რომ ომით საკუთარი მოსახლეობის დაშინება და ოკუპანტი ქვეყნისთვის საზღვრების უპირობოდ გახსნა ვერ ჩაითვლება კარგ მმართველობად.  ზურაბიშვილის მიმართვის პარალელურად უკიდურესად დაიძაბა ვითარება სამთავრობო ლოჟაში, სადაც ზოგიერთს ნერვებმა უმტყუნა, თუმცა მათ შორის არ იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ხალხს ვინც ევროპულ ოჯახში გაერთიანებას ითხოვს უსამშობლოებს ეძახის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად, აუზზე ირუჯებოდა.   
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი