რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა გადადგას "შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში". მისივე თქმით, ეს დამოკიდებული იქნება "რა რეაქცია ექნებათ ჩვენს ქართველ პარტნიორებს".
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ორგანიზაცია Деловая Россия-სთან შეხვედრისას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ილაპარაკა და ვერ დამალა უკმაყოფილება იმ რეაქციებზე, რაც ამ ნაბიჯს საქართველოში მოჰყვა.
მეგონა, რომ ყველა იტყოდა მადლობას, მაგრამ გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა - ამბობს პუტინი.