პოლიციის ალყაში მოქცეული თავისუფლების მოედანი და ევროკავშირის დროშებიანი დემონსტრანტები, რომლებიც ზეიმზე არ დაუშვეს. უშუალოდ ქართული ოცნების ხელისუფლების განკარგულებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა აეკრძალა ყველას, ვინც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვის. დაპირისპირება და პოლიციის წინააღმდეგობა იმდენად მძაფრი იყო, რომ სამართალდამცველებმა ერთი დემონსტრანტი დააკავეს კიდეც. ხელისუფლების მიერ ხელოვნურად აღმართულმა ბარიერმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი და პოლიცია დღეს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა.