"აიღეთ თქვენს თავზე ნიკა გვარამიას საქმე და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება" - ემიგრანტების მიმართვა პრეზიდენტს

გამოქვეყნდა:

საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს - ევროკომისიის გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე საქართველოს მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ  გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს "მთავარი არხის" დამფუძნებელი. ემიგრანტების აზრით, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა ერთ ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ევროინტეგრაციის გზაზე და ახლა დროა ისტორიულ მომენტში პრეზიდენტი ქართველი ხალხის გვერდით დადგეს და არ მისცეს ოლიგარქიულ რეჟიმს რუსული გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.

მიმართვის ორგანიზატორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი ადვოკატი, შოთა როსტომაშვილია.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • ალექსანდრე გიორგანაშვილი -მეცნიერი, გერმანია;
  • ალიკა ელიბუაშვილი - პოლონეთი;
  • გიორგი მებონია- კრიმინოლოგი, გერმანია;
  • თეა ბადურაშვილი - ესპანეთი;
  • კატერინა ჯაფარიძე, პედაგოგი - ესპანეთი;
  • კახა ხვედელიძე, ბიზნესმენი -ბელგია;
  • ლევან წითელაური, ინჟინერი - გერმანია;
  • მაკა მახათელაშვილი, თარჯიმანი - შვეიცარია;
  • ქეთევან გელაშვილი, ვეტერინარი - ესპანეთი;

მიმართვას საქართველოშიც უერთდებიან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აწერენ ხელს: 

  • გიორგი დარეჯანაშვილი;
  • ეკა როსტომაშვილი, მათემატიკოსი;
  • ია ანდღულაძე - ადვოკატი;
  • ნონა გრიგოლია- მენეჯერი;
  • შორენა ვახტანგიშვილი- ლიტერატურის დოქტორი;
  • ალექსანდრე როსტომაშვილი - მენეჯერი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი