"ქართული ოცნება" 26 მაისის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას მართავს. ხელისუფლების ლიდერები და მმართველი პარტიის მხარდამჭერი, საზოგადოებისთვის ცნობილი მოქალაქეები მთაწმინდის პარკში არიან შეკრებილი.
სწორედ რამდენიმე დღევანდელი პოლიტიკური განაცხადი იყო მთავარი თემები, რომლებზე პასუხის გაცემასაც სტუმრებს ჟურნალისტები სთხოვდნენ. პრეზიდენტისგან მოსმენილი კრიტიკა და ირაკლი კობახიძის აუზზე სტუმრობა არ აღმოჩნდა სასიამოვნოდ განსახილველ საკითხებს შორის და დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე შეკრებითა უმრავლესობა თავს არიდებდა თემზე საუბარს.